ფორმულა 1 | ოსკარ პიასტრიმ აზერბაიჯანის გრანპრი მოიგო - „მაკლარენი“ კონტსტრუქტორთა დავის ლიდერი გახდა #1TVSPORT
აზერბაიჯანში ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-17 ეტაპი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც „მაკლარენის“ პილოტი, ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი გახდა.
პიასტრი გრანპრის მეორე პოზიციიდან იწყებდა, პირველ ადგილზე კი „ფერარის“ მონეგასკი პილოტი შარლ ლეკლერი იდგა. საბოლოოდ, რბოლის შუაში ავსტრალიელმა ლეკლერს გაასწრო და ამ უკანასკნელმა თავისი პოზიციის დაბრუნება ვეღარ შეძლო.
რბოლის 50-ე წრეზე (სულ 51 წრეა) ერთმანეთს კარლოს საინსი („ფერარი“) და სერხიო პერესი („რედ ბული“) შეეჯახნენ, რის შემდეგაც ორივე მათგანი რბოლას გამოეთიშა და მესამე ადგილზე „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი გავიდა.
მიმდინარე სეზონში „მაკლარენი“ კონსტრუქტორთა თასის ლიდერი პირველად გახდა, ბრიტანულმა გუნდმა „რედ ბულს“ გაასწრო. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას, აქ პირველ ადგილზე მაქს ფერსტაპენია („რედ ბული“).
აზერბაიჯანის გრანპრი (ათეული):
- ოსკარ პიასტრი – 25 ქულა
- შარლ ლეკლერი – 18 ქულა
- ჯორჯ რასელი – 15 ქულა
- ლანდო ნორისი – 13 ქულა
- მაქს ფერსტაპენი – 10 ქულა
- ფერნანდო ალონსო – 8 ქულა
- ალექს ალბონი – 6 ქულა
- ფრანკო კოლაპინტო – 4 ქულა
- ლუის ჰამილტონი – 2 ქულა
10. ოლივერ ბირმანი – 1 ქულა
ინდივიდუალური ჩათვლა (ათეული):
- მაქს ფერსტაპენი – 313 ქულა
- ლანდო ნორისი – 254 ქულა
- შარლ ლეკლერი – 235 ქულა
- ოსკარ პიასტრი – 222 ქულა
- კარლოს საინსი – 184 ქულა
- ლუის ჰამილტონი – 166 ქულა
- ჯორჯ რასელი – 143 ქულა
- სერხიო პერესი – 143 ქულა
- ფერნანდო ალონსო – 58 ქულა
10. ლენს სტროლი – 24 ქულა
კონსტრუქტორთა დავა:
- „მაკლარენი“ – 476 ქულა
- „რედ ბული“ – 456 ქულა
- „ფერარი“ – 425 ქულა
- „მერსედესი“ – 309 ქულა
- „ასტონ მარტინი“ – 82 ქულა
- „რეისინგ ბულსი“ – 34 ქულა
- „ჰაასი“ – 29 ქულა
- „უილიმასი“ – 16 ქულა
- „ალპინი“ – 13 ქულა
- „ზაუბერი“ – 0 ქულა