ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ემილია რომანიას გრანპრი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მეშვიდე ეტაპს იტალიამ უმასპინძლა. ემილია რომანიას გრანპრი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის („რედ ბული“) გამარჯვებით დასრულდა.
ფერსტაპენმა რბოლა პირველი ადგილიდან დაიწყო და უპირატესობას დიდხანს ინარჩუნებდა, თუმცა 15 წრით ადრე პრობლემები შეექმნა და „მაკლარენის“ ბრიტანელ პილოტს, ლანდო ნორისს გამარჯვების შანსი გაუჩნდა. მას შეეძლო, ზედიზედ მეორე ეტაპი მოეგო, თუმცა ნიდერლანდელმა ბოლომდე გაძლო და კარიერში 59-ე გამარჯვება გაიფორმა.
პოდიუმის მესამე საფეხური „ფერარის“ მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა, რომელიც სასტარტო ბილიკზე მეორე პოზიციაზე იყო.
შვიდი ეტაპის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ფერსტაპენი 161 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ლეკლერია 113 ქულით, ხოლო მესამეზე – „რედ ბულის“ მეორე პილოტი სერხიო პერესი, მას 107 ქულა აქვს.
კონსტრუქტორთა დავაში „რედ ბულს“ დიდი უპირატესობა აქვს, ავსტრიელები 268 ქულით ლიდერობენ, ხოლო „ფერარიმ“ 212 ქულა მოაგროვა და მეორეა.
2024 წლის სეზონის მერვე ეტაპი მონაკოში 24-26 მაისს ჩატარდება.