ფორმულა 1 | ესპანეთის გრანპრი კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT

18:44, 13.09.2026

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მორიგი რბოლა მადრიდში ჩატარდა და „მერსედესის“ პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. 20 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში მერვე ეტაპი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ მადრინგზე ეს ისტორიაში პირველი რბოლა იყო. უშუალოდ მადრიდში ფორმულა 1-ის ბოლო ეტაპი კი 1981 წელს იყო ჩატარებული.

რბოლა მეორე ადგილზე „რედ ბულის“ წარმომადგენელმა, მაქს ფერსტაპენმა დაასრულა, ხოლო მესამე პოზიცია მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლანდო ნორისმა („მაკლარენი“) დაიკავა.

რბოლას მუხრუჭების პრობლემის გამო ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა „ფერარის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰამილტონი. მიმდინარე სეზონში ეს პირველი ეტაპი იყო, რომელშიც ჰამილტონმა ქულა ვერ აიღო.

ესპანეთის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 15 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 15 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 10 ქულა

ლიამ ლოუსონი („რედ ბული“) – 8 ქულა

ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 6 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 4 ქულა

არვიდ ლინდბლადი („რეისინგ ბულსი“) – 2 ქულა

ნიკო ჰულკენბერგი („აუდი“) – 1 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 292 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 211 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 191 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:

„მერსედესი“ – 503 ქულა
„ფერარი“ – 358 ქულა
„მაკლარენი“ – 306 ქულა

ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი 26 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდება.

მსგავსი