„ოქროს ბურთის“ ნომინანტები
მსოფლიო ფეხბურთის მთავარი აღიარება – „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი ცნობილია, დაჯილდოების გრანდიოზულ ცერემონიამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი, პარიზულ გრანდში გატარებული წარმატებული სეზონისა და 24 გატანილი გოლის შემდეგ, „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება. ქართველი ფეხბურთელი უკვე მესამედ, ხოლო ზედიზედ მეორედ მოხვდა რჩეულთა სიაში, რომელშიც პარიზულ კლუბს წელს რეკორდული, 10 ნომინანტი ჰყავს, კონკურენცია კი საკმაოდ დიდია –
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, „ოქროს ბურთისთვის“ 73 გოლით იბრძვის ჰარი კეინი, ფავორიტებად სახელდებიან კილიან მბაპე, ლამინ იამალი, შარშანდელი გამარჯვებული უსმან დემბელე და, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი.
დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია 2026 წლის 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.