თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი ერევანში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

20:01, 12.09.2026

ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფალავანმა „სტეპან სარგისიანის თასზე“ ოთხი შეხვედრა მოიგო. კონსტანტინემ ფინალამდე ბელარუს, რუს და სომეხ მეტოქეებს სძლია, ფინალში კი გასული წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონს, ბელარუს ვლადისლავ კაზლოუს 10:0 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა უფროსთა შორის საერთაშორისო შეჯიბრებაზე სადებიუტო ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი