„ფოქსნიუსი“ - სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გამოყვანასთან დაკავშირებით
„ფოქსნიუსი“ - სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გამოყვანასთან დაკავშირებით

ფოქსნიუსისინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება უკრაინიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გამოყვანასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლები ქვეყანას კომერციული რეისით დატოვებენ.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი მიიღო. საელჩოს განცხადებით, ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული მზარდი აგრესიის ფონზე.

დატოვე კომენტარი