„ფოქს ნიუსის“ პროგნოზით, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის მეტი ხმა აქვს
ამერიკის შტატებში საარჩევნო უბნების ნაწილი უკვე დაიხურა. „ფოქს“ ნიუსის მიერ გავრცელებული პროგნოზების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმარჯვებს ალაბამაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, მისისიპიში, კენტუკიში, ინდიანაში, დასავლეთ ვირჯინიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტაში.
რაც შეეხება მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს ილინოისში, ვირჯინიაში, მერილენდში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-ჰემფშირში, როდ-აილენდში, კონექტიკუტში, დელავერში, მასაჩუსეტში, კოლორადოში. ჯო ბაიდენი ლიდერობს ნიუ-იოკრშიც.
„ფოქს ნიუსის“ პროგნოზით, ჯო ბაიდენს ამჟამად საარჩევნო კოლეგიის 129 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 94. გამარჯვებისთვის საჭიროა 538-წევრიანი კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის ხმა. ამასთან, „ფოქს ნიუსის“ კვლევა აჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა დაახლოებით ერთ მილიონზე მეტ ხმა აქვს, ვიდრე მის მეტოქეს.
აშშ-ის დასავლეთ ნაწილში ხმის მიცემის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები ალიასკაზე დაიხურება.