Footmercato - ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა #1TVSPORT
Footmercato - ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

„შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“  ზურიკო დავითაშვილი შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. „ევერტონის“ ინტერესის გამო დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.

ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარიზსა“ და „კალიარისთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს Footmercato.

ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით,ევერტონის“ გარდა, „რენი“, „სტრასბურგი“, „სევილია“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ინტერესდებიან.