Football Talent Scout-ი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა - ევრო 2025-ზე გასვლა ქართული ფეხბურთის წინსვლას ადასტურებს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ცნობილი საფეხბურთო გვერდი Football Talent Scout-ი გამოეხმარა.
„საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მასპინძლის სტატუსით ითამაშა, ახლა კი ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპის გავლით პირველად მოიპოვა. ევრო 2025-ზე გასვლა ქართული ფეხბურთის წინსვლას ადასტურებს“, – წერია სოციალურ ქსელში Football Talent Scout-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ რიეკაში, ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ძალიან დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში მოიპოვა, სადაც ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანი მოიგერია.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთი უმასპინძელბს, ტურნირის წილისყრა 3 დეკემბერს ბრატისლავაში გაიმართება.