Football Espana - თუ სათამაშო დრო ექნება, მამარდაშვილი „ბაიერნში“, შესაძლოა, მაინც გადავიდეს #1TVSPORT
Football Espana - თუ სათამაშო დრო ექნება, მამარდაშვილი „ბაიერნში“, შესაძლოა, მაინც გადავიდეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს, – იუწყება ონლაინ გამოცემა Football Espana.

„მიუნხენელები გასულ ზაფხულს ახლოს იყვნენ მეკარის შეძენასთან, ახლა კი ფეხბურთელით კვლავ დაინტერესდნენ. „ბაიერნმა“ „ვალენსიიდან“ მამარდაშვილის კონტრაქტისა და ხელფასის შესახებ დეტალები გამოითხოვა. მეკარე მზად არის გადასასვლელად, თუ საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა“, – წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე მამარდაშვილმა 30 სეივი შეასრულა და თითქმის გაიმეორა რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარის, იგორ აკინფეევის რეკორდი, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბურთი 32-ჯერ მოგერია.

მამარდაშვილი „ვალენსიაში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მეკარემ 32 მატჩი ჩაატარა, 13 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინარჩუნა, სულ კი 34 გოლი გაუშვა. Transfermarkt-ი მამარდაშვილს 35 მილიონ ევროდ აფასებს.