ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის შვილმა დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა და ასევე მოკლა მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი.
დედის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო. ბრალდებული დაკავებული არ არის.