ფონიჭალაში, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ფონიჭალაში, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პოლიცია საცხოვრებელ სახლშია შესული, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სახლთან მეზობლები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, აღნიშნულ ოჯახში დედა და ორი ვაჟი ცხოვრობს, ერთ-ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი, 24 წლის. მეზობლების განმარტებით, ის მანქანის ხელოსანია და ერთხელ ნარკოტიკების მოხმარებაზეა ნასამართლევი.