ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12:41, 25.02.2021

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი