„ფოკუსი“ - გერმანელ ულტრამემარჯვენე რადიკალებს რუსეთში წვრთნიან და ამზადებენ
„ფოკუსი“ - გერმანელ ულტრამემარჯვენე რადიკალებს რუსეთში წვრთნიან და ამზადებენ

გერმანული გამოცემა „ფოკუსის“ ცნობით, გერმანელ ულტრამემარჯვენე რადიკალებს რუსეთში წვრთნიან და ამზადებენ. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსეთში სამხედრო წვრთნას გადიან ისეთი დაჯგუფების წევრები, როგორიცაა „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“ და „მესამე გზა“. გამოცემის ცნობით, ისინი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე ბანაკ „პარტიზანში“ გადიან სამხედრო სწავლებებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული ბანაკი ეკუთვნის რუსულ ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „რუსულ იმპერიულ მოძრაობას“, რომელთა გაცხადებული მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა. აშშ-ში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.

„ფოკუსის“ ცნობით, წვრთნებში მონაწილეობენ გერმანიის, ასევე შვედეთისა და ფინეთის მოქალაქეები. ბევრი მათგანი შემდეგ უკრაინაში იბრძვის.