ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა
ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

მათგან ცხრა ადამიანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, ორი კი ტერიტორიის დატოვების დროს დაშავდა. ისინი მკურნალობის კურსს სხვადასხვა საავადმყოფოში გადიან.

ექიმების ცნობით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მანამდე, ამერიკული მედია ოთხი ადამიანის გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდა ცნობას.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახერხეს. ის 24 წლის, დევიდ კათსია, რომელიც ვიდეო თამაშის ერთ-ერთი მონაწილე იყო. პოლიციის ცნობით, ბალტიმორის მცხოვრებმა თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე თავი მოიკლა.

მასობრივი სროლა ქალაქ ჯექსონვილის გასართობ კომპლექსში, ვიდეოთამაშის ტურნირის დროს მოხდა. სამართალდამცველები თავდასხმის მოტივზე ჯერ არ საუბრობენ.