ფლორიდის შტატში მდებარე პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტი დონალდ ტრამპის სახელობის გახდა
აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტი დონალდ ტრამპის სახელობის გახდა.
აეროპორტს ახლა „პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის საერთაშორისო აეროპორტი“ ჰქვია. აეროპორტისთვის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა.
აეროპორტის სახელის ცვლილების ღირებულება 5.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ახალი სახელით აეროპორტში პირველად ტრამპის ოჯახის კერძო თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე პრეზიდენტის შვილი, ერიკ ტრამპიც იმყოფებოდა.
„არ არსებობს ადამიანი, რომელმაც უფრო მეტი გააკეთა ფლორიდისა და ჩვენი ქვეყნისთვის და არავინ იმსახურებს ამ დიდ პატივს ისე, როგორც ის“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.