ფლორიდის შტატში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 8 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფლორიდის შტატში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 8 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკაში, ფლორიდის შტატში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 8 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

დღევანდელი დღის მონაცემებით, ფლორიდაში ვირუსის 122 960 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 3 366 ადამიანი.

ფლორიდაში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ფაზა 18 მაისს დაიწყო, მეორე კი 5 ივნისს, თუმცა გუბერნატორის ვარაუდით, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა შტატში შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.