ფლორიდის შტატში აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი
ფლორიდის შტატში, მაიამი დეიდის ოლქში აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა ერთად მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი რამდენიმე დღის წინ მინიაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.
ინფორმაციას, ფოტომასაალასთან ერთად, „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.
ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.