ფლორიდაში, ერთ-ერთი სახლის აუზში 3-მეტრიანი ალიგატორი აღმოაჩინეს
ფლორიდაში, ერთ-ერთი სახლის აუზში 3-მეტრიანი ალიგატორი აღმოაჩინეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო პოლიციამ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოჰყავთ რეპტილია სამართალდამცავებს აუზიდან.
პოლიცილების მიერ Twitter-ით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ალიგატორი აუზში მთავარი ჭიშკრიდან მოხვდა.
ფლორიდაში დაახლოებით მილიონი ალიგატორი ბინადრობს. რეპტილიები საცხოვრებელ სახლებში ხშირად ხვდებიან.