ფლორიდაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა
ფლორიდაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პლანტაციას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებაა, რამაც აირის გაჟონვა და აფეთქება გამოიწვია.

არიან დაშავებულებიც, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი ოდენობა უცნობია.