ფლორიდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 253 პაციენტი გარდაიცვალა
ფლორიდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 253 პაციენტი გარდაიცვალა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფლორიდაში „კოვიდ-19“-ით 253 პაციენტი გარდაიცვალა. შტატში ახალი ტიპის კორონავირუსს, საერთო ჯამში, 6 586 პაციენტი ემსხვერპლა.

ფლორიდაში ბოლო დღის განმავლობაში ინფიცირების 9 956 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფლორიდაში ვირუსი 451 423 ადამიანს დაუდასტურდა.