ფლორიდაში, ბიბლიოთეკასთან მამაკაცი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

00:04, 08.08.2018

ფლორიდის ქალაქ ფორტ ლაუდერდეილში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ადგილობრივი ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირმა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.

მსგავსი