ფლორიდაში 15 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა
ფლორიდაში 15 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა

სამართალდამცველებმა ფლორიდის შტატში 15 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბროუდერის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.

მათი განცხადებით, სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ერთ-ერთი მომხმარებელი პოტენციური მსხვერპლის სიასაც აქვეყნებდა. სამართალდამცველებმა მისი ვინაობა დაადგინეს და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მოზარდის განმარტებით, მას მხოლოდ ნათესავის შეშინება სურდა. ამჟამად კი, მესამე ხარისხის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალი აქვს წაყენებული.

14 თებერვალს პარკლენდის სკოლაზე 19 წლის ნიკოლას კრუზის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.