ფლორიდას შტატის მთავრობამ წლევანდელი ოლიმპიადის აშშ-ში გადატანა ითხოვა
ფლორიდას შტატის მთავრობამ წლევანდელი ოლიმპიადის აშშ-ში გადატანა ითხოვა

ფლორიდას შტატის ფინანსური ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმი პატრონისმა წერილი მისწერა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს. კერძოდ, ამერიკელი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ფლორიდაში გადატანის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-მ გამოაცხადა.

„გთხოვთ განიხილოთ 2021 წლის ოლიმპიური თამაშების იაპონიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანის შესაძლებლობა, კერძოდ, ფლორიდის შტატში“, – წერია წერილში, რომელიც სრული ტექსტი NBC-ის ეთერში გაჟღერდა. პატრონისის აზრით, სასტუმროების განვითარებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ქსელი, აგრეთვე, სპორტული ობიექტების სიმრავლე შესაძლებელს გახდის ფლორიდაში ასეთი დონის სპორტული ფორუმის მასპინძლობას.

ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.