ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, კიმ მინ ჯე ახლოსაა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს #1TVSPORT
ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, კიმ მინ ჯე ახლოსაა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს #1TVSPORT

გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, „ნიუკასლი“ „ბაიერნის“ სამხრეთკორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს დამატებით დაინტერესდა და მისი შეძენით დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, 30 წლის ფეხბურთელი მზად არის ინგლისში გადაბარგებისთვის და ტრანსფერზე თანხმობაც განაცხადა. ასევე, მიუნხენური გრანდიც არ აპირებს ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

გარიგების სავარაუდო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ კიმ მინ ჯემ გასულ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

სამხრეთკორეელის კარიერის საუკეთესო პერიოდი „ნაპოლის“ უკავშირდება. 2022/2023 წლის სეზონში ის იტალიის ჩემპიონი გახდა და სერია A-ს საუკეთესო მცველად დასახელდა.