ფლორენტინო პერესი „რეალის“ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი „რეალის“ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია #1TVSPORT

ფლორენტინო პერესმა კანდიდატურა წამოაყენა მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც ესპანური პრესა აღნიშნავს, ამ მომენტისთვის კლუბის მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთი კანდიდატია მორიგ არჩევნებზე.

სხვა პრეტენდენტებს განაცხადების შეტანა 12 აპრილამდე შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, პერესი ავტომატურად გადაირჩევენ ახალი ვადით 2025 წლამდე.

ფლორენტინო პერესის ერთ- ერთ მოწინააღმდეგედ ასახელებენ ენრიკე რიკელმეს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეეცდება მადრიდულ კლუბში კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას.