ფლორენტინო პერესი „რეალის“ მომავალ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს განიხილავს #1TVSPORT
ჩაბი ალონსომ ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს.
როგორც გაზეთი Bild-ი წერს, 41 წლის სპეციალისტის კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში და ესპანელი, დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ.
„რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი განიხილავს მადრიდული კლუბის ყოფილ ნახევარმცველს, როგორც მომავალ მთავარ მწვრთნელს. ჩაბი ალონსო შეიძლება დაინიშნოს კარლო ანჩელოტის შემდეგ, რომელსაც „რეალთან“ კონტრაქტი სწორედ 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.