ფლორენტინო პერესი ისევ „რეალის“ პრეზიდენტია #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი ისევ „რეალის“ პრეზიდენტია #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფლორენტინო პერესი ახალი ვადით აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად. ის „სამეფო კლუბს“ 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.

ადრე ესპანურ პრესაში დააანონსეს, რომ პერესს ავტომატურად გადაირჩევდნენ „რეალის“ პრეზიდენტად, რადგან სხვა კანდიდატებს განაცხადი არ შეუტანიათ.

ფლორენტინო პერესი პირველად „რეალის“ პრეზიდენტად 2000 წლის ივლისში აირჩიეს. მისი პრეზიდენტობისას, მადრიდელებმა ჯამში 47 ტიტული მოიგეს: 26 – ფეხბურთში და 21 – კალათბურთში.