ფლორენცი იტალიაში ბრუნდება - ფეხბურთელის დამატება „მილანს“ სურს #1TVSPORT
ფლორენცი იტალიაში ბრუნდება - ფეხბურთელის დამატება „მილანს“ სურს #1TVSPORT

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ მცველმა, ალესანდრო ფლორენციმ შესაძლოა, კარიერა „მილანში“ გააგრძელოს, – ამის შესახებ Sky Sports Italia იუწყება. წყაროს ცნობით, „მილანისა“ და „რომას“ წარმომადგენლები ერთმანეთს პარასკევს შეხვდებიან, სადაც ფლორენცის აგენტი ალესანდრო ლუჩიც იქნება.

მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და „სან სიროს“ ბინადრები იმედოვნებენ, რომ კვირის ბოლომდე იტალიელ მცველს ოფიციალურად გაიფორმებენ.

დედაქალაქურ კლუბს ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება სურს, შემდეგ გამოსყიდვის უფლებით, მილანელები კი მასში 6 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონი „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა, სადაც იჯარის წესით იყო განათხოვრებული. საფრანგეთის ლიგა 1-ში მან 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფლორენცი ევრო 2020-ზე იტალიელთა განაცხადში იყო. მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 47 წუთი ითამაშა.