მჩატე წონაში მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა ტეოფიმო ლოპესმა (16-0, 12KO) განაცხადა, რომ ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან ფლოიდ მეივეზერთან (50-0, 27KO) სურს ბრძოლის გამართვა.
ამერიკელის თქმით, მეივეზერი დაინტერესებულია იმაში, რომ მიიღოს დიდი ჰონორარი, ეს კი შეიძლება გახდეს ბრძოლის ჩატარების მთავარი ფაქტორი.
„მე მაქვს სურვილი ჩავატარო საჩვენებელი ორთაბრძოლა მეივეზერთან. ყველაფერი, რასაც ვამბობ – სრული სიმართლეა. მე მკითხეს, რომელ ცნობილ მოკრივესთან ვისურვებდი ჩხუბს და დავასახელე ფლოიდი.
კრივის სამყაროში მეივეზერი – ლეგენდაა და ამით განსხვავდება ის სხვებისგან. დღეს ის მოკრივე აღარ არის, არამედ პოპულარული ადამიანია, ამიტომაც მხოლოდ ფულის შოვნით არის დაკავებული. ასე რომ, რატომ არ შეიძლება ასეთი ბრძოლის გამართვა“, – განაცხადა ლოპესმა.