ფლოიდ მეივეზერი 2021 წელს ტოკიოში იჩხუბებს
(L-R) Floyd Mayweather Jr. throws a punch at Conor McGregor during their super welterweight boxing match on August 26, 2017 at T-Mobile Arena in Las Vegas, Nevada.
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი 2021 წელს, ტოკიოში საკრივო ორთაბრძოლის გამართვას აპირებს, – ამის შესახებ იტყობინება სააგენტო AFP.
ორთაბრძოლა 28 თებერვალს უნდა გაიმართოს. ამ მომენტისთვის, ჯერჯერობით უცნობია 43 წლის ამერიკელის მომავალი მოწინააღმდეგე.
„დავბრუნდები 2021 წელს. მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ ტოკიოში რაღაც გრანდიოზულის მოწყობას“, – თქვა მოკრივემ.
ფლოიდ მეივეზერს თავის ანგარიშზე 50 მოგება აქვს 50 ბრძოლაში. ის მსოფლიოს ჩემპიონი იყო ხუთ წონით კატეგორიაში, კარიერა კი 2017 წელს დაასრულა.
დღეს ამერიკელი ფლობს საკუთარ პრომოუტერულ კომპანიას. 2018 წლის ივლისში, ჟურნალმა „ფორსბმა“ პირველ ადგილზე დააყენა მეივეზერი ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანებს შორის.