„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა უარი თქვა „ალ-იტიჰადის“ 33 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ნ’გოლო კანტეს კატალონურ გუნდში გადასვლაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ გერმანელ სპეციალისტს სურს, აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთოს. ამის შესახებ წერს გამოცემა Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, ფლიკმა დაბლოკა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი „ბარსელონაში“, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაფორმების მომხრეა კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.