ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ ესტურმა და უხვგოლიან შესხვედრაში 2:3 დაამარცხა.
მიუნხენელების მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს.
„ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტის შეწყვეტას ვგეგმავ, – მოჰყავს „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვები „ევროპსპორტს“. – ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად ვიმუშავეთ ერთად, თითქმის ორი წლის განმავლობაში. სრულიად კმაყოფილი ვარ გუნდით, თამაშის ხარისხითა და კლუბში არსებული ურთიერთობით“.
პრესაში ხშირად იწერება, რომ ფლიკს გერმანიის ნაკრების მომავალ მწვრთნელად მოიაზრებენ, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კი გუნდში მასიმილიანო ალეგრის მოწვვას გეგმავს.