„ფიუს კვლევითი ცენტრის“ გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტს სურს, რომ ქვეყანას ბაიდენსა და ტრამპზე ახალგაზრდა პრეზიდენტი მართავდეს

15:11, 07.07.2023

„ფიუს კვლევითი ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტს სურს, რომ ქვეყანას ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპზე ახალგაზრდა პრეზიდენტი მართავდეს.

გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საუკეთესო შემთხვევაა, თუ პრეზიდენტი 50 წლის იქნება, 24% თვლის, რომ პრეზიდენტობისთვის ყველაზე კარგი ასაკი 60 წელია, 17%-ის აზრით კი, პრეზიდენტი 70 წლის უნდა იყოს.

ამასთან, გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულების უმეტესობა ამბობს, რომ პრეზიდენტობისთვის საუკეთესო ასაკი 60 წელია.

მსგავსი