ფიურისა და უაილდერის მესამე ბრძოლა 2020 წლის 19 დეკემბერსაა დაგეგმილი
პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის მენეჯერმა, ბრედ ჯეიკობსმა განაცხადა, რომ მესამე ბრძოლა ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის 2020 წლის 19 დეკემბერს არის დაგეგმილი.
„ჩვენ ორიენტაციას ვიღებთ 19 დეკემბერზე. იმედი გვაქვს, რომ იმ დროისთვის მსოფლიოში ჩვეულებრივი ცხოვრება დაბრუნდება. ამ მომენტისთვის, ჩვენ ვეძებთ ამ ბრძოლის ჩასატარებლად საუკეთესო ადგილს, – განაცხადა ჯეიკობსმა Sky Sports-სთან კომენტარში.
ამა წლის 23 თებერვალს, ლას ვეგასში ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა უაილდერი და სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტული მოიპოვა.
ამ მოკრივეთა მესამე ბრძოლა 18 ივლისს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს.