ფიურისა და ჯოშუას ბრძოლის საპრიზო ფონდი 150 მილიონს გაუტოლდება #1TVSPORT
ფიურისა და ჯოშუას ბრძოლის საპრიზო ფონდი 150 მილიონს გაუტოლდება #1TVSPORT

ბრიტანელი მძიმეწონოსნების ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლის საპრიზო ფონდი 150 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ ESPN Ringside-მა დაწერა.

უფრო ადრე ფიურიმ და ჯოშუამ მოილაპარაკეს ორ ბრძოლაზე, რომელიც 2021 წელს გაიმართება. პირველი ბრძოლა დაგეგმილია ივნის-ივლისში საუდის არაბეთში.

31 წლის ჯოშუა მსოფლიოს ჩემპიონია სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით. მას კარიერაში 24 მოგება (22 – ნოკაუტით) და ერთი წაგება აქვს.

32 წლის ფიური ფლობს ტიტულს WBC-ის ვერსიით. მის აქტივშია 30 მოგება (21 – ნოკაუტით) და ერთი ფრე.