სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ჩემპიონი ტაისონ ფიური 2020 წელს რინგზე გასვლას არ აპირებს.
საკუთარ „ტვიტერში” ბრიტანელმა მოკრივემ დაწერა, რომ ბრძოლებს მხოლოდ 2021 წელს დაუბრუნდება.
„ბოშათა მეფე” 2021 წელს დაბრუნდება. მხოლოდ ისინი, ვინც ჩემი დაბრუნების მომენტიდან 100 პროცენტით მიჭერს მხარს, ჩემს გვერდით იქნება დიდების მისაღწევად”, – დაწერა ფიურიმ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფიური ტიტულის დასაცავ ბრძოლას 5 დეკემბერს ლონდონში ჩაატარებდა. მისი მეტოქე უნდა ყოფილიყო გერმანელი აგიტ კაბაიელი.
32 წლის ტაისონმა კარიერაში 30 ბრძოლა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.