ამერიკელი დეონტეი უაილდერისა და ბრიტანელი ტაისონ ფიურის სუპერბრძოლამდე ერთი დღით ადრე, მოკრივეთა ტრადიციული აწონვის ცერემონია გაიმართა. უაილდერი, რომელიც WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონია, 104.4 კილოგრამს იწონის, ფიური – 123.8 კილოგრამს. წონაში სხვაობამ 19.4 კილოგრამი შეადგინა.
პირველი ბრძოლა უაილდერსა და ფიურის შორის 2018 წლის პირველ დეკემბერს, ლოს ანჯელესში გაიმართა და ფრედ დასრულდა.
31 წლის ბრიტანელს კარიერაში 29 მოგება და ერთი ფრე აქვს. 34 წლის უაილედრმა 42 ბრძოლა მოიგო და პროფესიულ რინგზე ასევე ერთი ფრე აქვს.