ფიური ისტორიაში პირველი სუპერმძიმეწონოსანია, რომელმაც ყველა საჩემპიონო ტიტული მოიგო
ლას ვეგასში სუპერმძიმე წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში ამერიკელი დეონტეი უაილდერის დამარცხების შემდეგ, ბრიტანელი ტაისონ ფიური უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
ფიური პირველი მოკრივეა ისტორიაში, რომელსაც სუპერმძიმე დივიზიონში ყველა საჩემპიონო ქამარი აქვს მოგებული.
უაილდერის ძლევით, ფიურიმ კარიერაში პირველად მოიგო ტიტული WBC-ის ვერსიით. 2015 წლის ნოემბერში ბრიტანელმა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა და დაისაკუთრა ტიტულები IBF-ის, WBA-ს, WBO-ს, IBO-ს, The Ring-ის და Lineal-ის ვერსიებით.
31 წლის ფიურის ანგარიშზე 30 მოგება (21 – ნოკაუტით) და ერთი ფრეა.