სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური მესამე ბრძოლას გამართავს WBC-ის ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან. ამის შესახებ გამოაცხადა ცნობილმა პრომოუტერმა ფრენკ უორენმა.
წყაროს ცნობით, ამ მოკრივეთა მესამე ბრძოლა 2020 წლის ზაფხულში გაიმართება და არ ექნება მნიშვნელობა, როგორ დასრულდება მათი მეორე შეხვედრა, რომელიც 2020 წლის 22 თებერვალს, ლას ვეგასში უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, უფრო ადრე პრესაში დაიწერა, რომ ფიური პროფესიულ რინგზე კიდევ ორ ბრძოლას ჩაატარებს და შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში გადავა.