ფიური და ჯოშუა ერთმანეთთან ბრძოლისთვის 100-100 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ
ფიური და ჯოშუა ერთმანეთთან ბრძოლისთვის 100-100 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ

ბრიტანელმა მოკრივეებმა – ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ ერთმანეთის წინააღმდეგ პირველი ბრძოლისთვის, შესაძლოა 100-100 მილიონი მიიღონ, – ამტკიცებს გაზეთი „თაიმსი“.

ცოტა ხნის წინ, ფიურიმ და ჯოშუამ, რომლებიც სუპერმძიმე წონაში ყველაზე პრესტიჟულ საჩემპიონო ქამრებს ფლობენ, ორი ბრძოლის ჩატარებაზე შეათანხმეს კონტრაქტი, აქედან ერთ-ერთი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. პირველი ბრძოლისთვის საპრიზო თანხამ, შესაძლოა 200 მილიონი შეადგინოს და ის თანაბრად გაიყოს მოკრივეებს შორის. ამ მაჩვენებლით, ეს ბრძოლა ბრიტანული კრივის რეკორდს დაამყარებს.

ჯოშუა საჩემპიონო ტიტულებს ფლობს IBF-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიებით. მას 23 მოგება (21 – ნოკაუტით) და ერთი მარცხი აქვს. ფიური WBC-ის ჩემპიონია და პროფესიულ რინგზე წაგება არ აქვს – მის აქტივშია 30 მოგება (21 – ნოკაუტით) და ერთი ფრე.