„ფიორენტინამ“ ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლა
„ფიორენტინამ“ ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელა დაითხოვა. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება პარასკევს, სერია A-ს მატჩში „რომასთან“ 1:4 წაგების შემდეგ მიიღო.

„კლუბი ამ გადაწყვეტილებამდე ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ მივიდა. „ფიორენტინა“ მადლობას უხდის მონტელასა და მის საწვრთნელ შტაბს ერთგულებისთვის და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებისთვის და უსურვებს მას პროფესიულ წარმატებას მომავალ კარიერაში.

უახლოეს რამდენიმე დღეში კლუბი გამოაცხადებს ახალი მწვრთნელის ვინაობას“, – წერია „ფიორენტინას“ პრესსამსახურის განცხადებაში.

იტალიის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ, „ფიორენტინამ“ 17 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა.