ფინური კომპანია „ნურმინენ ლოჯისტიკი“ ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით გაიტანს
ფინური კომპანია „ნურმინენ ლოჯისტიკი“ ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით გაიტანს

ფინური კომპანია „ნურმინენ ლოჯისტიკი“ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთებს საქართველოს გავლით გაიტანს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალ სამხრეთ ტრანსკასპიურ მარშრუტზე ჩინეთიდან პირველი კონტეინერი დაიძრა.

მათივე ცნობით, მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით ცენტრალური ევროპისკენ მიემართება.

ტრანსკასპიური მარშრუტი, რომელიც სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს აერთიანებს, თანამედროვე სატრანსპორტო ქსელების საჭიროებებს პასუხობს, სადაც დრო და გარემოსდაცვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩინეთიდან ცენტრალურ ევროპაში ტრანსპორტირების დრო სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გზით“, – აცხადებენ კომპანიაში.