„ფინიქსმა“ „ფილადელფია“ დაამარცხა, ბუკერი საუკეთესო იყო - ნბა-ს მატჩების ვიდეომიმოხილვა
„ფინიქსმა“ „ფილადელფია“ დაამარცხა, ბუკერი საუკეთესო იყო - ნბა-ს მატჩების ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ფინიქსმა” საკუთარ არენაზე „ფილადელფიას“ უმასპინძლა და მეტოქეს 120:111 სძლია.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი „ფინიქსის“ გამთამაშებელმა დევინ ბუკერმა დააფიქსირა. მის ანგარიშზე 36 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასია. 18 ქულა და 10 პასი ჰქონდა კრის პოლს. მას სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 15 ქულა დააგროვა ​დარიო სარიჩმა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა.

სტუმართა შორის 35 ქულით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. 18-18 ქულა მიითვალეს ტობაიას ჰარისმა და ბენ სიმონსმა.

„ფილადელფია“ მარცხის მიუხედავად 18 მოგებით და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. „ფინიქსი“ კი დასავლეთ კონფერენციაში 16 მოგებითა და 9 მარცხით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა.

 

ატლანტა – ინდიანა 113:125

 

ნიუ იორკი – ჰიუსტონი 121:99

 

გოლდენ სტეიტი – ბრუკლინი 117:134

 

იუტა – მაიამი 112:94