„ფინიქსმა“ „ფილადელფია“ დაამარცხა, ბუკერი საუკეთესო იყო – ნბა-ს მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ფინიქსმა” საკუთარ არენაზე „ფილადელფიას“ უმასპინძლა და მეტოქეს 120:111 სძლია.
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი „ფინიქსის“ გამთამაშებელმა დევინ ბუკერმა დააფიქსირა. მის ანგარიშზე 36 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასია. 18 ქულა და 10 პასი ჰქონდა კრის პოლს. მას სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 15 ქულა დააგროვა დარიო სარიჩმა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა.
სტუმართა შორის 35 ქულით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. 18-18 ქულა მიითვალეს ტობაიას ჰარისმა და ბენ სიმონსმა.
„ფილადელფია“ მარცხის მიუხედავად 18 მოგებით და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. „ფინიქსი“ კი დასავლეთ კონფერენციაში 16 მოგებითა და 9 მარცხით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა.
ატლანტა – ინდიანა 113:125
https://www.youtube.com/watch?v=zVWSxP0EfC0
ნიუ იორკი – ჰიუსტონი 121:99
https://www.youtube.com/watch?v=VBJt_1VJpHg
გოლდენ სტეიტი – ბრუკლინი 117:134
https://www.youtube.com/watch?v=4Pwf3piqxjM
იუტა – მაიამი 112:94
https://www.youtube.com/watch?v=wUXttO1ZR-g