„ფინიქსმა“ „დალასს“ ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო, კრის პოლი კვლავ საუკეთესო იყო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
„ფინიქსმა“ „დალასს“ ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო, კრის პოლი კვლავ საუკეთესო იყო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

დალასმა“ საკუთარ არენაზე „ფინიქსთან“ ზედიზედ მეორე მატჩი გამართა და კვლავ წააგო. შეხვედრის დასასრული დაძაბული გამოდგა. „დალასი“ 2 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა დევინ ბუკერმა ბოლო წამებზე სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ „სანსმა“ მეტოქეს 109-108 სძლია.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო წინა მატჩის მსგავსად კვლავ კრის პოლი იყო (34 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი). გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა დევინ ბუკერმა 24 ქულა მიითვალა. 10 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმა.

დალასელთა შორის 25 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი იყო. 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა. 24 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯოშ რიჩარდსონმა.

 

ატლანტა – ლეიკერსი 99:107

 

მაიამი – შარლოტი 121:129

 

კლივლენდი – მინესოტა 100:98

 

ჩიკაგო – ნიუ იორკი 110:102

 

მილუოკი – პორტლენდი 134:106

 

ნიუ ორლეანი – საკრამენტო 109:118

 

ოკლაჰომა – ჰიუსტონი 106:136

 

სან ანტონიო – მემფისი 102:133