„ფინიქსმა“ „დალასს“ ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო, კრის პოლი კვლავ საუკეთესო იყო – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
„დალასმა“ საკუთარ არენაზე „ფინიქსთან“ ზედიზედ მეორე მატჩი გამართა და კვლავ წააგო. შეხვედრის დასასრული დაძაბული გამოდგა. „დალასი“ 2 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა დევინ ბუკერმა ბოლო წამებზე სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ „სანსმა“ მეტოქეს 109-108 სძლია.
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო წინა მატჩის მსგავსად კვლავ კრის პოლი იყო (34 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი). გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა დევინ ბუკერმა 24 ქულა მიითვალა. 10 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმა.
დალასელთა შორის 25 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი იყო. 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა. 24 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯოშ რიჩარდსონმა.
ატლანტა – ლეიკერსი 99:107
https://www.youtube.com/watch?v=j63joVddf8c
მაიამი – შარლოტი 121:129
https://www.youtube.com/watch?v=QGd3NkxZjsg
კლივლენდი – მინესოტა 100:98
https://www.youtube.com/watch?v=0mSzTQT0fy0
ჩიკაგო – ნიუ იორკი 110:102
https://www.youtube.com/watch?v=jcLrZzWJUX8
მილუოკი – პორტლენდი 134:106
https://www.youtube.com/watch?v=Rk66WmitGKQ
ნიუ ორლეანი – საკრამენტო 109:118
https://www.youtube.com/watch?v=0adqyk0If0o
ოკლაჰომა – ჰიუსტონი 106:136
https://www.youtube.com/watch?v=UMZfOCj5_dQ
სან ანტონიო – მემფისი 102:133
https://www.youtube.com/watch?v=78H_F7jzCf4