„ფინიქსმა“ ჩემპიონი დაამარცხა და პლეი ოფში ტრიუმფით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ფინიქსმა“ ჩემპიონი დაამარცხა და პლეი ოფში ტრიუმფით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ წაგებით დაიწყო პლეი ოფი. „ფინიქსმა“, რომელიც 11 წლის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა პლეი ოფში, დამაჯერებლად დაამარცხა ლებრონ ჯეიმსის გუნდი – 99:90.

„ფინიქსის“ ბევრი კალათბურთელისთვის ეს იყო პირველი საპლეიოფო შეხვედრა, მაგალითად, დევინ ბუკერისთვისა და დეანდრე ეიტონისთვის. სწორედ ისინი აღმოჩდნენ მატჩში საუკეთესოები – ბუკერს 34 ქულა ჰქონდა, ეიტონს ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 16 მოხსნა.

მათ ფონზე, წარუმატებელი მატჩი ჰქონდათ ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს. ლებრონმა 18 ქულას მოუყარა თავი, დევისმა კი 16-დან ხუთი ტყორცნა ჩააგდო და 13 ქულა აიღო. „ლეიკერსმა 26-დან მხოლოდ შვიდი სამქულიანის გამოყენება შეძლო.

რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, მხოლოდ პირველი მეოთხედის დასაწყისში შეიცვალა რამდენჯერმე ლიდერი. მას შემდეგ, წინ მუდმივად „სანზი“ იყო, თან უფრო ხშირად ორნიშნა სხვაობით, რომელმაც ერთხელ 16 ქულას მიაღწია.

 

ფინიქსი-ლეიკერსი 99:90 (32:25, 21:20, 28:23, 18:22)

: ბუკერი (34+7 მოხსნა+8 პასი), ეიტონი (21+16 მოხსნა), ბრიჯესი (10), კრაუდერი (8), პოლი (7+8 პასი) – სასტარტო; კ. ჯონსონი (10), პეინი (5), შარიჩი (4), კრეიგი (0), მური (0).

: ჯეიმსი (18+7 მოხსნა+10 პასი), შრიოდერი (14), დევისი (13+7 მოხსნა), დრამონდი (12+9 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (7) – სასტარტო; ჰარელი (12), კარუზო (10), ჰორტონ-ტაკერი (2), მეტიუზი (2), კუზმა (0).

სერია: 1-0