ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ცხრა კანდიდატი მონაწილეობს. როგორც მედია წერს, ხმის მიცემა, დაახლოებით, 4,5 მილიონ მოქალაქეს შეუძლია. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე დაიხურება, წინასწარი შედეგები კი გვიან საღამოს გამოქვეყნდება.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური ორ წამყვან კანდიდატს შორის, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.

ერთ-ერთ გამოკითხვის მიხედვით, კოალიციური პარტიის კანდიდატი ალექსანდრ სტაბი ლიდერობს, თუმცა მისი მხარდაჭერა დეკემბრის შემდეგ 31%-დან 27%-მდე დაეცა. მეორე ადგილზე კი ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტოა, რომელსაც ამომრჩეველთა 23% უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, ფინეთის მოქმედი პრეზიდენტია საული ნიინისტე, რომელიც ფინეთის მოსახლეობამ თანამდებობაზე ექვსწლიანი ვადით ორჯერ აირჩია.