ფინეთსა და აშშ-ს შორის ახალი შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება ფინეთის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის ყოფნის შესაძლებლობა
ფინეთსა და აშშ-ს შორის ახალი შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება ფინეთის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის ყოფნის შესაძლებლობა

ფინეთსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება ფინეთის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის ყოფნის შესაძლებლობა და სამხედრო წვრთნები. ფინური მედიის ცნობით, შესაბამისი თავდაცვითი შეთანხმების გასაფორმებლად ფინეთსა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებები აპრილის ბოლოს დაიწყო.

„შეთანხმება ჯარების განლაგების, ასევე მათი ქვეყანაში ყოფნის, სამხედრო აღჭურვილობის წინასწარ შენახვისა და აშშ-ის კონგრესის მიერ პენტაგონისთვის გამოყოფილი თანხების ინფრასტრუქტურაში შესაძლო ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მიკაელ ანტელმა.

მისი განმარტებით, შეთანხმებით არ იქნება გათვალისწინებული ფინეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგება.

ფინური მედიის ცნობით, ფინეთსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აპრილის ბოლოს დაიწყო და 2024 წლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც შეთანხმების პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ფინეთი ნატო-ს 31-ე წევრი ქვეყანა გახდა.